ფოთის ყოფილ მერს პატიმრობა შეეფარდა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ჯამში 528 821 ლარს, ხოლო ქრთამის სახით სამუშაოების შემსრულებელს მათ 170 000 ლარი გამოართვეს

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულებს ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქობულეთში მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს: ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ირაკლი კაკულია და სამი საჯარო მოხელე 8 ნოემბერს დააკავეს.

ირაკლი კაკულიას უფლებადამცველის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება და ზოგადად მიმდინარე გამოძიება არის ეკონომიკური და წინასაარჩევნო საბოტაჟი კაკულიას მიმართ.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებამ კიდევ 7 პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შვიდივე პირს - გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიას და გივი ბადაშვილს კი გირაო შეუფარდა.

კანონდარღვევები გამოვლინდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას. დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ჯამში 528 821 ლარს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0