ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

© Stringerსაპროტესტო აქცია კინოთეატრ „ამირანთან“
საპროტესტო აქცია კინოთეატრ „ამირანთან“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
35 წლის შალვა შევარდნაძეს ბრალი წაუყენეს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი პუნქტით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო აქტივისტის, უფლებადამცველისა და ტელეწამყვანის, ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა, იუწყება პირველი არხი.

დავით სუბელიანი და ანა სუბელიანი - Sputnik საქართველო
„ამირანთან“ ანა სუბელიანს თავს დაესხნენ – დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს – ფოტოები

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 35 წლის შალვა შევარდნაძეს ბრალი წაუყენეს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი პუნქტით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 18 თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საგამოძიებო უწყება შევარდნაძისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.

ანა სუბელიანი იმ დროს დაშავდა, როდესაც კინოთეატრ „ამირანთან“ რადიკალური ჯგუფების აქტივისტები სამართალდამცველებს და მასმედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

სახალხო დამცველი: უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას „ამირანთან“ აგრესიული ჯგუფები არ მიეშვა >>

8 ნოემბერს ქვეყნის ექვს კინოთეატრში იმართებოდა ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა, რომელიც არატრადიციული სიყვარულის ისტორიაზეა აგებული. თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით აგრესიულად განწყობილი მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ანა სუბელიანი.

8 ნოემბერს თბილისში 25 პირი, ხოლო ბათუმში - 3 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0