ტელეწამყვანი ერთი თვის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაინიშნა. მან „ფეისბუქზე“ ნიშნობის ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.
მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ნიშნობის შემდეგ საბერძნეთში კუნძულ მიკონოსზე ისვენებდა.
ნანუკა Instagram-ზე ულამაზეს სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა. ცოტა ხნის წინ კი ვიდეოც დადო, რომელიც საბერძნეთშია გადაღებული. ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს. ნანუკას მეგობრები მისი და ნიკოლოზ ნაყოფიას წყვილს ცნობილი მსახიობების ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წყვილს ადარებენ.
ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე - ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“. ბოლო წლებია, მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.
მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინდება.
მოდელმა ნიკა ნაყოფიას 10 ივნისს დაბადების დღეზე სიურპრიზიც მოუწყო – სამსახურში ტორტით და ბუშტებით მიადგა, რისი ამსახველი ფოტოც მოდელს „ინსტაგრამზე“ უდევს. ნიკა ნაყოფიას ოჯახი „მადნეულისა“ და „კვარციტის“ აქციებს ფლობს. სწორედ „კვარციტის“ კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალია.
ნიკას ლამაზი გოგონებით დაინტერესება პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ცოლად „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული.
ნანუკას Instagram-ის „სთორიში“ კითხვა დაუსვეს, როგორ გაიცნო მან და ნიკოლოზ ნაყოფიამ ერთმანეთი, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ მოკლე დროში ამის მოყოლა ძნელია, რადგან ყველაფერი ზღაპრულად მოხდა.