რეზო კორინთელი: ვინც ამგვარი კრიტიკის უნარს კარგავს, საშიშროებაა, რომ ფსიქოზით დაავადდეს

© photo: courtesy of Rezo Korinteliრეზო კორინთელი
რეზო კორინთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეზო კორინთელი საუბრობს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, იმ კრიტერიუმებზე, რაც უნდა ახასიათებდეს ფსიქიკურად ჯანსაღ ადამიანს.
რეზო კორინთელი: ვინც ამგვარი კრიტიკის უნარს კარგავს, საშიშროებაა, რომ ფსიქოზით დაავადდეს
„ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგადად ჯანმრთელობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ის არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ფსიქოლოგიურ პლანში გარემოსთანაა ადაპტირებადი. მე უნდა მქონდეს იმის განცდა, რომ ის ვარ, რაც ვიყავი ათი წლის წინ და იგივე ვიქნები ხვალ, მაგრამ თუ მე ვერ ვგრძნობ ამას, მაშინ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ფსიქიკურ დარღვევას. მე უნდა მქონდეს უწყვეტობის განცდა. მე შემეცვალა პირობები, მაგრამ იგივე ვარ, რაც ვიყავი, განცდების მუდმივობის გრძნობა უნდა გამაჩნდეს. საკუთარი აქტივობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება უნდა მახასიათებდეს. ადამიანმა საკუთარი მდგომარეობა კრიტიკულად და საღად უნდა შეაფასოს. ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ შეეგუოს იმ კულტურულ წესებს და კანონებს, რომელშიც იმყოფება.“- ამბობს სატელევიზიო გადაცემაში რეზო კორინთელი.

ფსიქიატრი რეზო კორინთელის აზრით: „ადამიანი გარემო პირობებსა და მოვლენებს ადეკვატურად უნდა პასუხობდეს. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი და ესეც ჯანმრთელი ფსიქიკის უნარია. როცა გარემო იცვლება, ადამიანიც და მისი რეაქციებიც უნდა შეიცვალოს.“

ყველა ახალი ამბავი
0