თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, იუწყება პირველი არხი.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა. სავარაუდოდ, მას ფეხი აქვს მოტეხილი.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ავტომობილის ძღოლი, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, ადგილიდან არ მიმალულა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.