ეკატერინე ტიკარაძე: არც ერთი ექიმი არ დარჩება უმუშევარი

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის სამედიცინო დაწესებულებაა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის შემცირების გამო, იუწყება პირველი არხი.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოს ყველა კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ტარიფი ერთნაირი იქნება

უფრო ადრე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიების გაცემის პროცესის გამკაცრებას გეგმავს. ამასთან, არ ზუსტდება, რა კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული საავადმყოფოების შემოწმებისას. მასმედიაში ვარაუდობენ, რომ კონტროლის გამკაცრების გამო ბევრი სამედიცინო დაწესებულება დაიხურება.

„კლინიკების უპრეცედენტო რიცხვი გვაქვს, უპრეცედენტო რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით. ეს არის კონკურენციის საკითხი, რასაც ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება", – განაცხადა ტიკარაძემ.

მან დასძინა, რომ საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც ოთხი საავადმყოფო გაერთიანდება. ჰოლდინგის მფლობელი და მმართველი სახელმწიფო იქნება. ამას გარდა, იმ სამედიცინო მომსახურების ტარიფები, რომლებსაც სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს, საქართველოს ყველა კლინიკისთვის ერთნაირი იქნება.

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიურ პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობაში დაეხმარება>>

სამთავრობო პროგრამის საფუძველზე საქართველოში სამედიცინო დახმარება ყველასთვის ხელმისაწვდომია. მოსახლეობის ნაწილი კერძო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს, დიდი ნაწილი კი – სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

ყველა ახალი ამბავი
0