საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ლგბტ თემის დროშა დაწვეს: ვიდეო

© photo: Sputnikლგბტ თემის დროშა
ლგბტ თემის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული მარშის“ წევრებმა ასე გააპროტესტეს ლგბტ თემის პროპაგანდა და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაგეგმილი პრემიერა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილმა „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც საქართველოს კინოთეატრებში ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ეწინააღმდეგებიან, ლგბტ თემის დროშა დაწვეს.  

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს კინოთეატრებში არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენების ჩაშლას გეგმავდნენ.

ფილმის კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოც, თუმცა იქვე დასძინა, რომ ძალადობა მიუღებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან კანონის მოთხოვნები და გამოხატვის თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო იძულებული იქნება, მიიღოს შესაბამისი ზომები.

დღეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა „ექსტრემისტული ჯგუფების" მხრიდან თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის ჩაშლის დაანონსების გამო. ცენტრის განცხადებით, საქართველოში დაუშვებელია ნებისმიერი სახის ცენზურა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0