საქართველოში უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათამში სალმონელას ბაქტერია აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიგარევაჭრობა
გარევაჭრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალმონელას ბაქტერია 23,3 ათას კგ-ზე მეტ ქათმის ხორცში აღმოჩნდა. აღნიშნული პროდუქცია სრულად განადგურდა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში" ვეტერინარულ-სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დროს გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ქათმის გაყინული ფილე - Sputnik საქართველო
სალმონელა უცხოურ პროდუქტში - სამ საწარმოს პროდუქციის იმპორტი შეუჩერდა

პროდუქცია უკრაინიდან იყო შემოტანილი. სალმონელას ბაქტერია 23,3 ათას კგ-ზე მეტ ქათმის ხორცში აღმოჩნდა. აღნიშნული პროდუქცია სრულად განადგურდა.

სალმონელა არსებობს 2 ათასზე მეტი შტამის, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ორი ტიპის სალმონელაზე – Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი).

ამ დღეებში მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე აღმოაჩინეს უკრაინული წარმოების ქათმის ბარკლებში. ლაბორატორიული შემოწმება მას შემდეგ ჩატარდა, რაც უწყებაში 21 ოქტომბერს შევიდა ინფორმაცია თბილისში მდებარე რესტორანში "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო" 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0