თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ოთხი წლის ბიჭუნა სარეცხი მანქანის დოლურაში შეძვრა და ისე ჩაიკეტა, რომ მშობლები იძულებული გახდნენ სამაშველო სამსახური გამოეძახებინათ.
შემთხვევა უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ მერეფაში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ჯერ დოლურაში გამომწყვდეული ბავშვი დაამშვიდეს, მერე კი სასწრაფოდ დაიწყეს მისი გათავისუფლების ოპერაცია.
„მაშველების ოპერატიული და სწორი მოქმედების წყალობით ბავშვი ფრთხილად ამოიყვანეს სარეცხი მანქანიდან“, — ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებაში.
მაშველებმა მშობლები გააფრთხილეს, რომ სარეცხი მანქანისგან „კვესტი“ აღარასდროს მოაწყონ.