კახეთში 61 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიით, ქალის სახლში, რომელიც მარტო ცხოვრობდა, გაქურდვის მიზნით შევიდნენ, რადგან ოთახში ნივთები არეული იყო.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ქალი, სავარაუდოდ, გაგუდულია. დედოფლისწყაროს რაიონის მერის წარმომადგენლის მურად ელოშვილის თქმით, ქალი მარტო ცხოვრობდა. მისი ცხედარი გარდაცვლილის ძმისშვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ქალის მონახულება გადაწყვიტეს, რადგან ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

„ჩამსხვრეული იყო სახლის მინები, სახლშიც ნივთები – არეული, ალბათ რამეს ეძებდნენ. გარდაცვლილი თამარ ბაღაშვილი მარტო ცხოვრობდა. მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სკოლასთან ახლოს ღვეზელებს ყიდდა. შეიძლება გაქურდვის მიზნით შევიდნენ ღამით და ქალი გაგუდეს", – განაცხადა ელოშვილმა.

ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0