ქეთევან იაშვილი თელავში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს ადგილობრივ სკოლაში იმუშავა, თუმცა სწორედ მაშინ აღმოაჩინა საკუთარ თავში ხელოვნებისადმი უსაზღვრო სიყვარული.
მოგვიანებით ქეთევანმა დედაქალაქში გადასვლა და საკუთარი პროფესიის – ექიმი-კოსმეტოლოგიის პროფესიის უკეთ შესწავლა გადაწყვიტა. მან ეს შეძლო და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ საქმიანობას მიჰყვებოდა, დანაზოგით კი ქართული, გერმანული, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული და რუსული სამხატვრო სკოლების ხელოვანების ნამუშევრებს იძენდა.
ასე გაჩნდა მის კოლექციაში ისეთი დიდი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი, ივან აივაზოვსკი, კონსტანტინ მაკოვსკი და სხვები.
მრავალი წლის განმავლობაში კოლექციონერი უიშვიათეს კოლექციას საკუთარ სახლში ინახავდა.
შემდეგ, როდესაც ექსპონატების ადგილი აღარ დარჩა, ქეთევანმა საკუთარი ნახატების მუზეუმისათვის გადაცემა დაიწყო, რადგან მათ ვერავის უანდერძებდა – ქეთევანს შვილები არ ჰყავდა.
მეცენატი გარდაიცვალა თბილისში 1980 წელს, 97 წლის ასაკში.
ქეთევან იაშვილი ირგვლივ მყოფთა დიდ პატივისცემას ყოველთვის იმსახურებდა, ხოლო მშობლიური ქალაქის მუზეუმისთვის ხელოვნების ნიმუშების ჩუქების შემდეგ თელაველების სამუდამო სიყვარული დაიმსახურა.