ნიკოლოზ ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა

© AP Photo / Steve Lucianoნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ბასილაშვილი ვარჯიშს დაუბრუნდეს, თუმცა, იმედია, ქართველი სპორტსმენის რეაბილიტაციის პროცესი უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაივლის.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, ამის შესახებ ჩოგბურთელმა Instagram-ზე დაწერა.

"ხვალ მარჯვენა იდაყვზე ოპერაციას ვიკეთებ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მომავალში თავისუფლად თამაშს შევძლებ", – დაწერა ბასილაშვილმა გუშინ, საღამოს.

© photo: Nikoloz Basilashvili / Instagramნიკოლოზ ბასილაშვილი ოპერაციის მოლოდინში
ნიკოლოზ ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი ოპერაციის მოლოდინში

რამდენიმე საათის შემდეგ კი მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გადახვეული ხელი ჩანს და ამით ხელმომწერებს ამცნო, რომ ოპერაცია დასრულდა.

2019 წლის პირველი ნახევარი ქართველი ჩოგბურთელისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. 27 მაისს ნიკამ საკუთარ კარიერაში პიკს მიაღწია, როცა ATP-ს რეიტინგში მე-16 ადგილი დაიკავა. სეზონის ბოლოს კი სპორტსმენის პოზიცია გაუარესდა – იგი ათი საფეხურით ჩამოქვეითდა.

© photo: Nikoloz Basilashvili / Instagramნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – 2019 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1 549 169 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ATP-ს სერიის ტურნირებზე მან 28 შეხვედრა მოიგო და 23 წააგო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ბასილაშვილი დაუბრუნდეს ვარჯიშს.

ყველა ახალი ამბავი
0