ზურაბ ჯაფარიძე: განათლების სისტემა 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს
„განათლების სისტემა დასაშლელია. განათლების სისტემა ზოგადად ყველგან არის მოძველებული, რადგან მეოცე საუკუნის დასაწყისის გამოწვევებისთვის არის შექმნილი და 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. არის ფოკუსირებული მახსოვრობაზე, რაც დღეს არავის სჭირდება, რადგან არსებობს Google და Wikipedia. ამის გამო გვაქვს ყველა პრობლემა, რაც ქვეყანაში არის, რადგან ეს სისტემა ღუპავს თაობებს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოძველებული განათლების სისტემის ბრალია.