ვიდეოში მარტა ჰყვება, რომ ნამდვილმა მშობლებმა ის გაყიდეს და მოხვდა ოჯახში, სადაც მუდმივად ძალადობდნენ მასზე, ჰქონდა გაჭირვებული ყოფა. სკოლაში რომ ევლო, ამისთვის ფიზიკურად მუშაობდა, უფიქრია თავის მოკვლაზეც, თუმცა ეს ნაბიჯი არ გადადგა. ამბობს, რომ მას უშველა კულინარიამ, რომლის გამოც პროექტში მოხვდა. მან ამ ყველაფერს გაუძლო, იბრძოლა, ახალი ცხოვრება დაიწყო და უნდა, რომ სხვებისთვისაც გახდეს მაგალითი.
„ნამდვილმა მშობლებმა გამყიდეს, მუდმივად ძალადობდნენ ჩემზე“–მარტა ბარამიძის სევდიანი ამბავი
17:32 05.11.2019 (განახლებულია: 17:10 19.10.2021)
© Photo: MasterChef Georgia / FB მარტა ბარამიძე
გამოწერა
პროექტ „მასტერ-შეფის“ მონაწილე მარტა ბარამიძემ მის ტრაგიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა. მარტა მძიმე ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ დღემდე არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები, დედობილი ფიზიკურად უსწორდებოდა, მისი მეორე ქმარი კი ძალადობდა მასზე.