ამის მიზეზად იმპორტიორთა კავშირმა დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება დაასახელა. ძირითადად ეს დაკავშირებულია საქართველოდან თურქეთში რეექსპორტის მოცულობის შემცირებასთან, და აგრეთვე საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან. ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისთვის ქვეყანაში დაახლოებით 80 ათასი ჰიბრიდული ავტომობილია.
„მეორე მხრივ, ჩვენი ინფორმაციით, გაიზარდა არარეგისტრირებული დიზელის საწვავის შემოდინება აზერბაიჯანიდან, ლაგოდეხის, „წითელი ხიდის" გავლით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და ასევე „ლარსის" გავლით, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ავტომობილებით ხორბლეულის იმპორტი ხორციელდება", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საწვავის მსხვილ მომწოდებლად რუსეთი რჩება, შემდეგ მოდიან რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და ა.შ.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში 403,4 ათასი ტონა (-0,5%) ბენზინი და 376 ათასი ტონა (-8%) დიზელის საწვავი შემოიტანეს.
დღეისთვის ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელში საშუალო ფასი შეადგენს: 1 ლიტრი ბენზინი სუპერი – 2,68-2,78 ლარი, პრემიუმი – 2,59-2,69 ლარი, რეგულარი — 2,45-2,59 ლარი, ევრო დიზელი — 2,63-2,75 ლარი, დიზელი — 2,67-2,71 ლარი.