თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
რეფრიჟერატორი, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა, ბერძენმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანტისთან გააჩერეს.
ავტომობილის შემოწმების დროს სატვირთო განყოფილებაში არალეგალი მიგრანტები აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, მიგრანტები ავღანელები არიან, თუმცა პოლიციას მათი იდენტიფიცირების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია.
დაკავებული მძღოლი დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ პოლიციის მიერ მანქანის შემოწმების დროს მაცივარი არ მუშაობდა.