Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ერეკლე კოდუა მეუღლესთან და მეგობარ გოგოსთან ერთად „ჰელოუინზე“ გაერთო – ფოტოები

© Photo: Katalina Dida / FBკატალინა დიდა ერეკლე კოდუა
კატალინა დიდა ერეკლე კოდუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა მეუღლემ ერეკლე კოდუამ უკრაინელ ლამაზმანზე რამდენიმე თვის წინ იქორწინა

„ჰელოუინი“ სწორედ ის დღესასწაულია, რომელიც საშუალებას გაძლევს შენში დაბუდებული დემონი კარგად შეფუთო, შეალამაზო და საზოგადოებას წარუდგინო. ცნობილმა ადამიანებმა, ჩვეულებრივი მოკვდავების არ იყოს, ყველა კუდიანის დღე დიდი ზარზეიმით აღნიშნეს, არც მხიარულ წვეულებებს დაჰკლებიან და არც ჩასაფრებულ პაპარაცებს მორიდებიან. როგორც Instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, ცნობილებს არც ერეკლე კოდუა და მისი მეუღლე ჩამორჩნენ.

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) ყოფილმა დირექტორმა ერეკლე კოდუამ უნგრეთში ცოლი რამდენიმე თვის წინ მოიყვანა. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა ქმარმა უკრაინელი კატალინა დიდა ჯერ დანიშნა და ახლა წყვილი ერთად ცხოვრობს.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ წყვილი ბევრს მოგზაურობს, სტუმრად ქართველ ნათესავებსაც იღებენ და სახლში ხუთ შინაურ ცხოველს უვლიან - სამ კატას და ორ ძაღლს. წყვილს უნგრეთში ზაფხულში ჯერ ერეკლეს ძმა და რძალი, შემდეგ კი შვილები სტუმრობდნენ.

ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინებაა. როგორც ჩანს, კოდუას მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მეუღლის ნათესავებთან.

სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „იმედის” საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა ის წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოდუა საზღვარგარეთ წავიდა. ქვეყნიდან წასულ ერეკლე კოდუას საქართველოში ოჯახი დაენგრა, ის და ტელეწამყავნი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს გაშორდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0