სამი ვერცხლი ერთ დღეში - ქართველი ფალავნების წარმატება ბუდაპეშტში

© photo: GeoWrestling / FB გურამ ხეცურიანი
გურამ ხეცურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვიად პატარაძემ ფინალურ ორთაბრძოლაზე ტრავმის გამო უარი თქვა, შედეგად მას ავტომატურად მეორე ადგილი ერგო

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ერთ დღეში სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში (U-23).

საქართველოს გუნდს მედლები მოუტანეს ლევან ქავჟარაძემ, გურამ ხეცურიანმა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ზვიად პატარაძემ. ქავჟარაძე ფინალში ირანელ სპორტსმენთან მეისამ დალჰანისთან დამარცხდა(6:2), ხოლო ხეცურიანმა უკრაინელ სემიონ ნოვიკოვთან წააგო (1:6). ზვიად პატარაძემ კი ფინალურ ორთაბრძოლაზე უარი ტრავმის გამო თქვა. შედეგად მას ავტომატურად მეორე ადგილი ერგო.

დღეს საქართველოს ნაკრები კიდევ ორ მედალს ელოდება. 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში იჭიდავებს გიორგი მელია. მისი მეტოქე იქნება სპორტსმენი ფინეთიდან. ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთვება კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი - აივენგო რიკაძე.

მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში ბუდაპეშტში 28 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 3 ნოემბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0