ხათუნა ჟორდანიას და მომღერალ ნინი ქარსელაძეს განსაკუთრებული დედა-შვილობა აკავშირებთ. ნინი ქარსელაძეს ხათუნა ჟორდანიას პირველი მეუღლისგან - თემურ ქარსელაძისგან ჰყავს. თემურ ქარსელაძე წლების წინ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სიმპატიური ბიჭი იყო, მასზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული, თუმცა მისი გულის მოგება მხოლოდ ხათუნა ჟორდანიამ შეძლო.
ხათუნა ჟორდანიამ მოგვიანებით ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრ ზურა ხაჩიძეზე იქორწინა. იყო სკანდალები, მითქმა-მოთქმა, თუმცა წყვილს დღეს სამაგალითო ოჯახი აქვს. ზურას და ხათუნას 10 წლის ქალიშვილი ანასტასია ჰყავთ, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს. პატარა გოგონა მღერის და გადაცემებშიც ხშირად იწვევენ სტუმრად მშობლებთან ერთად.
ცოტა ხნის წინ ნინი ქარსელაძემ Instagram-ის „სთორიში“ დედის ფოტო გამოაქვეყნა. ხათუნა ჟორდანია ჰოვერბორდით მშვენივრად მოძრაობს.