სვანეთის გზებზე თოვლის გამო შეზღუდვები ამოქმედდა

© photo: Sputnik / Vakho Naverianiუშგული ზამთარში
უშგული ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე (186-198-ე კმ) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცტექნიკა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: სატვირთოების მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა

აღნიშნული საავტომობილო გზის 138-186-ე კმ, მესტია-უშგულის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ხოლო, საავტომობილო გზის 1-138-ე კმ, ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0