თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატზე U-23 იჟევსკში საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ეთერ ლიპარტელიანმა რუსეთში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში მოიგო >>
ჭანტურია, რომელიც -70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში ჰოლანდიელ ჰილდე იაგერსს შეხვდა. ფინალამდე კი ჭანტურიამ დაამარცხა მეტოქეები ისრაელიდან, ბელარუსიდან და ხორვატიიდან.
ამგვარად, საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ოთხი მედალია: ორი ოქრო და ორი ბრინჯაო. პირველი ოქროს მედალი ნაკრებს მოუტანა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ორი ბრინჯაოს მედალი - ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ (-60 კგ).
რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს (-81 კგ), მან მედლებისთვის ბრძოლა ვერ შეძლო, რადგან პირველივე ორთაბრძოლა წააგო.
ტურნირის დასკვნით დღეს, 3 ნოემბერს, მედლებს გაათამაშებენ ჭაბუკები -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, გოგონები - -78 და +78 კგ წონით კატეგორიებში.
იჟევსკში მიმდინარე შეჯიბრებებში 30 ქვეყნის 300 სპორტსმენი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატს რუსეთი უკვე მესამედ მასპინძლობს. 2006 წელს პირველობა გაიმართა მოსკოვში, 2011 წელს - ტიუმენში.