სამეგრელოში ავარიისას დაშავებული 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Nika Latariaავარია ჩხოროწყუში
ავარია ჩხოროწყუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარია ხუთშაბათს, დაახლოებით 14 საათზე ზუგდიდი–ჯვარი–მესტიის ავტომაგისტრალზე მოხდა. ორი დაშავებული ამ დროისათვის კლინიკაში იმყოფება.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდი–ჯვარი–მესტიის გზის ჩხორიის მონაკვეთზე დღეს მომხდარი ავარიისას დაშავებული 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ავარია ჩხოროწყუში - Sputnik საქართველო
ავარია სამეგრელოში: სამი დაშავებულიდან ერთი კომატოზურ მდგომარეობაშია

გარდაცვლილი მე-12 კლასის მოსწავლე იყო. მედიკოსების შეფასებით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ადრე ექიმებმა განაცხადეს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯვარის მხრიდან მომავალი Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, შემდეგ – ხეს. თვითმხილველების თქმით, მანქანაში მსხდომები ავტომანქანიდან გადმოცვივდნენ. ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0