თადუმაძე: გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება

© FB / Bidzina Ivanishvili & Mediaშალვა თადუმაძე
შალვა თადუმაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ტიპის განცხადებაზე პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს
თადუმაძე: გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება
„არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ამისი, არცერთი ინფორმაცია არ არსებობს უტყუარი ამისი, შესაბამისად, გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება.  ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია, გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული, ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს, არცერთ ქვეყანაში არ იწყება“, -ამბობს თადუმაძე.

რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. გიორგი გახარიამ, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიტროპოლიტ იაკობის სკანდალურ ბრალდებებს სისულელე უწოდეს, ოპოზიციამ კი პროკურატურისგან საქმის გამოძიება მოითხოვა.



ყველა ახალი ამბავი
0