ჩიკაგოში არატრადიციული სიყვარულის შესახებ ქართულ-შვედური ფილმი დააჯილდოვეს

© photo: And then we danced / FBკადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“
კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი პრესტიჟულ კინოფესტივალებზე ჯილდოების შეგოროვებას აგრძელებს

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის გახმაურებული ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩიკაგოში 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმი გახდა.

კინოფორუმი 1964 წლიდან იმართება და ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და უძველეს კინოფესტივალად მიიჩნევა.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი. ფილმი ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. მთავარ როლებში არიან ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი.

ქართულ-შვედური კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთმა ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ პრემიაზე წარადგინა.

რამდენიმე დღის წინ ლევან გელბახიანმა ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე ესპანეთში ნომინაციაში „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 1974 წელს კინოფესტივალზე ჩიკაგოში გრან-პრი მიიღო ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას ფილმმა „ფიროსმანი“.

ყველა ახალი ამბავი
0