თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ყავის რეგულარულ სმას შეუძლია შეამციროს მთელი რიგი დაავადებების რისკი, ნათქვამია ამერიკელ გასტროენტეროლოგთა კოლეგიის ოფიციალურ საიტზე.
ბეილორის სამედიცინო კოლეჯის სპეციალისტებმა ცდა ჩაატარეს, რომელშიც 34 ადამიანი ჩართეს. პაციენტები მათ ორ ჯგუფად დაყვეს. ერთში ისინი შედიოდნენ, ვინც ხშირად და დიდი რაოდენობით მოიხმარდა კოფეინს, მეორეში კი ისინი, ვინც პირიქით, მცირე რაოდენობით ყავას სვამდა.
სწავლულებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა სეგმენტებიდან ლორწოვანი გარსის 97 ბიოფსია აუღეს, რის შემდეგაც შეადარეს, როგორ იყო გავრცელებული ორივე ჯგუფის პაციენტთა ნაწლავებში სხვადასხვა ბაქტერიები.
წაიკითხეთ აქ: დადგინდა ყავის უსაფრთხო სადღეღამისო ნორმა: შედეგებმა მეცნიერები გააოგნა
გაირკვა, რომ ყავის რეგულარულად მსმელებს უფრო მეტი „კარგი“, ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიები (Faecalibacterium-ი და Roseburia) ჰყავდათ და ნაკლები მავნე (Erysipelatoclostridium).
მკვლევარების თქმით, ნაწლავების ასეთი შემადგენლობა და მიკრობიოტის სტრუქტურა მნიშვნელონად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის დაავადებებისა და ასევე დიაბეტის წარმოშობის რისკებს.