გოცირიძე: ეს არის სასულიერო სფეროში გადატრიალების მოწყობის მცდელობა

© photo: Roman Gotsiridze / FBრომან გოცირიძე
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებას ეხმიანება და სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

გოცირიძე: ეს არის სასულიერო სფეროში გადატრიალების მოწყობის მცდელობა
„დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს არის სასულიერო სფეროში გადატრიალების მოწყობის მცდელობა ძალაუფლების მითვისების კუთხით. ამიტომ, გამოძიება თუ დროზე არ დაიწყო, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო ხერხს, ეს იქნება საპარლამენტო კომისია, თუ სხვა ზომა“, - ამბობს გოცირიძე.

რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისი თქმით, შეხვედრა კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ეს იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა.

ყველა ახალი ამბავი
0