თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობა შეჩერებული იყო მეტროს სადგურ „ავლაბარში" შექმნილი ტექნიკური გაუმართაობის გამო, იუწყება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" პრეს-სამსახური.
პრობლემა მეტროში 08:28 საათზე დაფიქსირდა. მატარებლის ჩიხში შეყვანას ათი წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც მეტრომ ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მუშაობა.
იმის გამო, რომ პრობლემები პიკის საათის დროს შეიქმნა, მეტროს პირველი ხაზის სადგურებზე მგზავრთა უზარმაზარი რაოდენობა შეგროვდა.
თბილისის მეტროში 2018 წელს 305 გაუმართაობა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის დასაწყისში – 100. აქედან 30% შემთხვევაში მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.
2018-2019 წლებში მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო.
თბილისის მეტრო ამჟამად ორ ხაზზე 23 სადგურს ითვლის.