მწარე აბზინდა – სამკურნალო თვისებები

გამოწერა
აბზინდას უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ და არა მხოლოდ. მისი საშუალებით ებრძოდნენ ეპიდემიებს, რწყილებსა და ტილებს, მოწამვლას. ცნობილია, რომ საწამლავების დიდი მცოდნე, საფრანგეთის დედოფალი მარია მედიჩი აბზინდას შხამიანი გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ იყენებდა.

მწარე აბზინდა (Artemisia absinthium) – რთულყვავილოვანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. აბზინდას მრავალი სახეობა არსებობს, რომელთა ქიმიური შემადგენლობა, გარეგნობა განსხვავებულია და ასევე განსხვავებულია მათი სამკურნალო თვისებებიც. ყველაზე გავრცელებული სამკურნალო სახეობაა მწარე აბზინდა, რომელიც მრავალ ქვეყანაში გვხვდება.

დაფნის ფოთლები - Sputnik საქართველო
დაფნა და მისი სასარგებლო თვისებები

არსებობს ლეგენდა, რომ ძველ რომში მწარე აბზინდა ქალღმერთ არტემიდას საჩუქარი იყო. სწორედ ამიტომ უწოდეს მას Artemisia absintium. მიიჩნევდნენ, რომ მწარე აბზინდა მეომრებს აძლევდა ძალას, ხსნიდა დაღლილობას ლაშქრობების დროს, კუნთების ტკივილს, იცავდა მათ მოწამვლისგან, მეომრები უშიშარნი ხდებოდნენ.

მცენარე მცირე რაოდენობით შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, ამიტომ მისი მიღება დიდი რაოდენობითა და დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0