თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ტეხასის შტატში უცნობმა პირმა გახსნა ცეცხლი კურსდამთავრებულთა წვეულებაზე შეკრებილი ადამიანების მისამართით, იუწყება USA Today.
გაზეთის მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 14 დაჭრილია.
სროლა მოხდა ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალის, A&M-ს კურსდამთავრებულთა წვეულებაზე. მედიის განცხადებით, ღონისძიება იმართებოდა ღამის კლუბში და სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
პოლიციის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში სამი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ოლქის შერიფის ოფისმა Twitter-ში დაწერა, რომ დამნაშავე თავისუფალია და მას ეძებენ.