თბილისში მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იპოვეს მამაკაცის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი, რის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა საძიებო სამაშველო სამუშაოები დაიწყეს

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
ზესტაფონში 22 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.

„საძიებო სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს დანაყოფები. უმოკლეს დროში ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი, საშუალო წლოვანების. ცხედარი ამოყვანილ იქნა ნაპირზე“, – განაცხადა წყალზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა დავით გელაშვილმა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0