თბილისში „გეოგრაფიული კარნახი“ გაიმართა

© Sputnik / STRINGERგეოგრაფიული კარნახი თბილისში
გეოგრაფიული კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანმანათლებლო აქციამ ერთად შეკრიბა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რომლებმაც თავისი ცოდნის შეფასება გადაწყვიტეს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში გაიმართა საერთაშორისო აქცია „გეოგრაფიული ქარნახი“, სადაც მონაწილეებმა გეოგრაფიაში თავიანთი ცოდნა გადაამოწმეს.

თბილისმა ამ აქციას მეორედ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორის, ელენა გალაშევსკაიას თქმით, გასული წლის მსგავსად, კარნახში სულ ოცდაათამდე ადამიანი მონაწილეობდა.

„როგორც შარშან, წელსაც მოვიდნენ ის მონაწილეები, რომლებსაც საკუთარი თავის შემოწმება და რაღაც ახლის სწავლა სურდათ. დღეს აქ მოვიდნენ ასაკით სრულიად განსხვავებული ადამიანები - დიდები და პატარებიც. რაც შეეხება კითხვებს, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი საკმაოდ რთული იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ რუსეთში, თუმცაღა ეს ძალიან საინტერესოა“, - უამბო გალაშევსკაიამ „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს.

ზოგიერთი მონაწილე შვილებთან ერთად მივიდა, რათა მიაჩვიოს ისინი განათლებას და მსგავს აქციებს. ესწრებოდნენ ასევე მასწავლებლები, მოზარდები, და უბრალოდ საკუთარი თავის შემოწმების მსურველები.

© Sputnik / STRINGERგეოგრაფიული კარნახი თბილისში
თბილისში „გეოგრაფიული კარნახი“ გაიმართა - Sputnik საქართველო
გეოგრაფიული კარნახი თბილისში

„ამ აქციაზე პირველად ვარ, მის შესახებ ინტერნეტიდან შევიტყე. ძალიან საინტერესო იყო აქ მოსვლა და ტესტის დაწერა. თანაც სკოლაში ძალიან მიყვარდა გეოგრაფია, ახლა კი ჩემი ცოდნის გახსენება მომინდა. ტესტი საკმაოდ რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, „კარგი“ შეფასება უნდა მივიღო“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ „გეოგრაფიული კარნახის“ ერთ-ერთმა მონაწილემ ალინა კრთიანმა.

ტესტის ყველა მონაწილეებს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი და წიგნი საჩუქრად.

„გეოგრაფიული კარნახი" მასშტაბური საგანმანათლებლო აქციაა, რომლის ინიციატორია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ღონისძიებას რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება (დაარსდა 1845 წელს) უკვე მეხუთედ ატარებს.

© Sputnik / STRINGERგეოგრაფიული კარნახი თბილისში
თბილისში „გეოგრაფიული კარნახი“ გაიმართა - Sputnik საქართველო
გეოგრაფიული კარნახი თბილისში

კარნახის თითოეული ვარიანტი ორ ნაწილად დაყოფილი 40 კითხვისგან შედგება და სირთულის დონით განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი ნაწილი მარტივი დონისაა, ე.წ. გეოგრაფიული ლიკბეზი, და 10 კითხვისგან შედგება. შედგენილია საზოგადოდ ცნობილი ფაქტებისგან გეოგრაფიის სფეროდან. მეორე ნაწილი 30 კითხვისგან შედგება და მოითხოვს ხატოვან აზროვნებას, სისტემურ ლოგიკასა და ერუდიციას.

ტრადიციულად, კარნახი ჩატარდა როგორც სპეციალურად ორგანიზებულ მოედნებზე, ასევე ონლაინ, პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ აქციის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს „გეოგრაფიული კარნახი" დაწერეს 99 ქვეყანაში 3910 ლოკაციაზე, მაშინ, როდესაც 2017 წელს ეს მაჩვენებლები იყო 25 ქვეყანა და 2224 ლოკაცია.

ყველა ახალი ამბავი
0