„ციხეში მეძახდნენ რაშას“ - რუსმა მარია ბუტინამ აშშ-ში თავისი პატიმრობის შესახებ ისაუბრა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმარია ბუტინა მოსკოვში
მარია ბუტინა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მარია ბუტინამ ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში 18 თვე გაატარა. 26 ოქტომბერს ის რუსეთში დაბრუნდა.

რა გადაიტანა მან პატიმრობაში, რას გეგმავს, რა შეიცვალა მისთვის ბოლო წელიწადნახევარში - ამის შესახებ მან Sputnik-სა RT-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- მარია, მხოლოდ რამდენიმე საათია, რაც დატოვეთ აშშ წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ. უკვე შეიგრძენით, რომ ყველაფერი დასრულდა?

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ცხოვრება ორად არის გაყოფილი. თითქოსდა ყველაფერი კი ხდებოდა, მაგრამ არა ჩემ თავს. მგონი, ამან გადამარჩინა, როდესაც დამაპატიმრეს. ახლა კი ყველაფერი დადებითი მიმართულებით მიდის. როგორც სამოთხეში, ყველაფერი ისე კარგადაა.

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმარია ბუტინა მოსკოვში
„ციხეში მეძახდნენ რაშას“ - რუსმა მარია ბუტინამ აშშ-ში თავისი პატიმრობის შესახებ ისაუბრა - Sputnik საქართველო
მარია ბუტინა მოსკოვში

- როგორ წარიმართა თქვენთვის დღევანდელი, ციხეში გატარებული ბოლო დღე?

ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მოხდა. მომცეს ქვითარი, სადაც ეწერა, რომ დილის რვა საათზე წამიყვანდნენ. რა თქმა უნდა, რვა საათზე არ წამიყვანეს. წამიყვანეს დილის 6 საათზე, სანამ ყველას საუზმეზე გაუშვებდნენ.

ყველანი ჩაკეტეს. მე სიბნელეში გამატარეს. ხუთი თვე საერთო რეჟიმში ვცხოვრობდი. რისთვის იყო საჭირო კვლავ ამ შოუს მოწყობა?

წამიყვანეს სალაროში, მომცეს ფული. თერთმეტი ცენტიც არ დაავიწყდათ. ჩაალაგეს საფულეში. მითხრეს: „მარია, ჩაიდეთ ჯიბეში“.

თითოეული თვის განმავლობაში 28 დოლარი და 80 ცენტი გამოვიმუშავე.

ამიტომ ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ამერიკის ციხე არის  სამოთხე, გეუბნებით რომ ეს ასე არ არის. ამერიკის ციხე არის ჯოჯოხეთი.

და ასევე ეს არის მონობა, იმიტომ რომ მუშაობაზე უარის თქმა არ შეგიძლია. თუ მუშაობაზე იტყვი უარს, გაგიშვებენ იზოლატორში. ამიტომაც ამერიკაში არსებობს მონობა.

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმარია ბუტინა მოსკოვში
„ციხეში მეძახდნენ რაშას“ - რუსმა მარია ბუტინამ აშშ-ში თავისი პატიმრობის შესახებ ისაუბრა - Sputnik საქართველო
მარია ბუტინა მოსკოვში

წამიყვანეს, ისევ ჩამკეტეს. საუზმე ვითხოვე - რაღაც ფანტელები მომცეს. საუზმეც კი არ იყო გათვალისწინებული.

შემდეგ ერთ საათში წამიყვანეს მარშლებმა, გამიყვანეს უკანა გასასვლელით, ერთ მანქანაში მე ჩამსვეს, მეორეში - მარშლები ჩასხდნენ. თითქოსდა იმიტომ, რომ გასასვლელში ჟურნალისტები იყვნენ.

წამიყვანეს მიგრაციული სამსახურის ოფისში. იქ 4 საათი გამაჩერეს. არ მითხრეს, როდის წამიყვანდნენ. არაფერი მაჭამეს. როდესაც ვთხოვე საჭმელი, რას იპოვეს მაცივარში, ის შეათბეს. წყალი ვთხოვე - თითქოს ამერიკაში წყლის დეფიციტია.

საბოლოო ჯამში ცარიელ კამერაში ოთხი საათი გავატარე. შემდეგ წამიყვანეს აეროპორტში.

აეროპორტში დამსვეს რეისზე ტალაჰასი-მაიამი. როგორც კი დავეშვით, ექვსი კბილებამდე შეიარაღებული კაცი დამხვდა. ნუთუ ასეთი საშიში ვარ?

ისევ სადღაც წამიყვანეს, ისევ ჩამსვეს გალიაში. გალიაში არ იკეტებოდა კარი, ბოლო მიადგეს სკამი და მასზე დასვეს მარშალი, რომ ამ გალიიდან არ გავქცეულიყავი, ალბათ?

ისევ არ მითხრეს, როდის წამიყვანდნენ. ისევ ვთხოვდი საჭმელს, რაღაც პური მიპოვეს, მაჭამეს.

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმარია ბუტინა მოსკოვში
„ციხეში მეძახდნენ რაშას“ - რუსმა მარია ბუტინამ აშშ-ში თავისი პატიმრობის შესახებ ისაუბრა - Sputnik საქართველო
მარია ბუტინა მოსკოვში

დამპირდნენ ერთ ზარს - უნდა დამერეკა მშობლებთან, რომ მეთქვა, როდის მიფრინავს ჩემი რეისი. და მომატყუეს. საბოლოო ჯამში „აეროფლოტის“ ბიჭები დამეხმარნენ, მისწერეს მამაჩემს.

შემდეგ ვყავდი ჩაკეტილი გალიაში ტუალეტით. მე ხომ ქალი ვარ. იქ კი ტუალეტი შემოღობილიც კი არ იყო.

შემდეგ უკანა მხრიდან მიმიყვანეს თვითმფრინავთან, მომცეს საბუთი და მითხრეს: „ნახვამდის“.

- რაიმე ნივთების წამოღების უფლება თუ მოგცეს?

წამოვიღე რამდენიმე წიგნი, რამდენიმე თხილი, იმიტომ რომ არ ვიცოდი, მაჭმევდნენ თუ არა. და მართალიც აღმოვჩნდი. პირველად ნორმალურად მხოლოდ თვითმფრინავში მაჭამეს.

ქვეყნის შესახებ შეიძლება იმსჯელო იქედან გამომდინარე, როგორ ეპყრობა ის თავის პატიმრებს. ამერიკა თავის პატიმრებს ცუდად ეპყრობა. უცხოელებზე საუბარს რა აზრი აქვს? უფრო უარესად.

- პირველი, რაც გაიფიქრეთ, როდესაც პირველად დიდი ხნის განმავლობაში დაცვის გარეშე აღმოჩნდით?

დავხუჭე თვალები და უფალს მადლობა გადავუხადე. ლოცვა წავიკითხე, რადგან ვიცოდი, რომ რა სირთულეებიც არ უნდა გამევლო, როგორი რთული არ უნდა ყოფილიყო იზოლაციაში ყოფნა, დავიხატე პატარა სურათი - ციტატა ბიბლიიდან, ისაიასი: „მაშინაც, როცა ოკეანეს სიღრმეების გავლა მოგიწევს, მე შენს გვერდით ვიქნები“, და უფალი სულ ჩემს გვერდით იყო.

- როგორ ემზადებიან თქვენს დასახვედრად სახლში?

დედა ადრიდან ემზადება, მენიუს ჩემთან აზუსტებდა. ვცდილბდი ამ საუბარში მხარი ამება მისთვის. არადა რა მნიშვნელობაა, რას შევჭამ, რას ჩავიცვამ.

მაგრამ, მე ვფიქრობ ეს დაგეგმვა ჩემთვის და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ქალიშვილი დაბრუნდება. ასე რომ, ეს სამზადისი ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც, რადგან ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ მეშინოდა ამაზე ფიქრიც, რადგან ბევრჯერ მომატყუეს.

პირველად, როდესაც გირაოთი გათავისუფლების იმედი მქონდა, რადგან სამარტოო საკანში ჩემი ყოფნის არანაირი საფუძველილ არ არსებობდა...

შემდეგ ჯერზე - როდესაც განაჩენის გამოცხადებისას დამატებითი ვადა გაჩნდა.

ამიტომ ბოლომდე არ მჯეროდა. სანამ თვითმფრინავი არ აფრინდა, არ მჯეროდა, რომ თავისუფალი ვარ.

- რაიმე განსაკუთრებული შეკვეთა მიეცით თვენს ახლობლებს?

ციხეში ყოველ ხუთშაბათს იყო ქათამი და ამ ქათმისთვის ბრძოლა. ქათმის ბარკალი პატარაა, არადა გშია. და ეს ერთადერთი ნამდვილი ხორცია ციხეში...

დედას ვუთხარი: „დე, როცა ჩამოვალ, გთხოვ, ხუთი ქათამი შემიწვი მთლიანად. ნივრით, როგორც წესი და რიგია. ხუთივეს შევჭამ“.

კიდევ ბანანი. როგორც აღმოჩნდა, ამერიკაში ბანანი დეფიციტია. მარტო დღესასწაულებზე გვაჭმევდნენ. ასე რომ, ქათამი და ბანანი.

- რას გეგმევთ რუსეთში ყოფნის პირველ დღეებში?

ვნახოთ რა გამოვა. რთულია რაღაცის დაგეგმვა დღეისათვის, უნდა მოვიკრიბო აზრები, გამოვიძინო, ალბათ... მესმის, რომ ახლაც ძალიან დაძაბულ მდგომარეობაში ვარ. ადრენალინი, გარემოს შეცვლა... ჯერჯერობით არ მეძინება, მაგრამ ორგანიზმი ალბათ აჯობებს.

შეხვედრები - მხოლოდ მშობლებთან. ახლაც, და როცა დამაკავეს ერთადერთი ფიქრი მაწუხებდა: როგორ არიან. და როგორი საშიშიც არ იყო იმ სამარტოო საკანში ყოფნა, იმათ უფრო ძალიან ეშინოდათ.

ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდები სახლში. ერთი-ორი დღე ვიქნები მოსკოვში და - ბარნაულში გავფრინდები.

- რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის წარდგენილი ბრალდება?

სრული სისულელე. დაუჯერებელი იყო. როდესაც ბრალდება წავიკითხე, მეგონა რომ ეს რაღაც ბოროტი ხუმრობაა: შენი Twitter-მესიჯები სულელური, საშინელი თარგმანით.

მაგალითად, გამონათქვამი Техника на грани фантастики თარგმნეს როგორც Secret equipment, ანუ საიდუმლო აღჭურვილობა.

არ მჯეროდა, რომ ჩემი უწყინარი ხუმრობა ჩემს ძველ მეგობართან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, მონათლეს როგორც ამერიკულ ორგანიზაციაში ჩანერგვის მცდელობა. საუბარი იყო სექსზე ფულისთვის, ძალაუდლებისთვის.

ვფიქრობ, რომ მართლა სჯეროდათ, რომ ვინმე სერიოზული დაიჭირეს, მაგრამ დაკავებას რაიმე საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს.

- თქვენ არ შეგაშფოთათ სენატში გამოძახებამ, ჩხრეკამ ჯერ თქვენს მეგობართან, შემდეგ თქვენთან? არ ფიქრობდით, რომ თქვენს წინააღმდეგ მუშაობდნენ?

ალბათ, მიამიტი ვიყავი, მჯეროდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვიმყოფებოდი.

ახალ ამბებში ჩემს შესახებ საშინელ სტატიებს წერდნენ, მაგრამ მეცინებოდა, ვიცოდი, რომ ეს აბსურდია.

- თქვენ მაინც აღიარეთ ბრალი. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო?

მე ბრალი ვაღიარე უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის არგავლაში. არაფერი არალეგალური არ გამიკეთებია, დაზარალებულიც არავინაა. არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც შეიძლებოდა მქონოდა შეთანხმება. მე არ დავრეგისტრირდი, რათა დავსწრებულიყავი მეგობრულ ვახშმებს ამერიკის მოქალაქესთან ერთად, რომელიც ამ ვახშმების ორგანიზატორი იყო. ჩემი ერთადერთი კრიმინალია - რეგისტრაციის არგავლა. ამის გამო რომ ციხეში ჩამსვეს, ეს უკვე ის კითხვაა, რისი მიღწევა უნდოდათ ჩემგან. მე არ ვიცი, რისი.

იყო თუ არა ზეწოლა? რა თქმა უნდა. საბრალდებო დოკუმენტების ხელმოწერამდე ათი დღით ადრე კვლავ იზოლაციაში ჩამსვეს.

ეს მიზანმიმართულად გაკეთდა. პიროვნების გასატეხად. დაგარწმუნონ, რომ შემდეგ აღარაფერი არ იქნება, რომ ყველა საიდუმლო უნდა ჩააბარო. მაგრამ არ მქონდა საიდუმლო.

გადახედეთ ამერიკული მართლმსაჯულების სტატისტიკას. 98-99 პროცენტი აღიარებს ბრალს. რატომ? იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერ მოუგებ.

ჩემთვის რომ შემოეთავაზათ დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლო, როდესაც ჩემი საქმე ობიექტურად იქნებოდა განხილული, ბოლომდე ვიბრძოლებდი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯალულები იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ. ვისთისაც მე საშიში ჯაშუში ვარ. და ჩემი შესანიშნავი მოსამართლე მომცემდა 15 წელიწადს. და ვერაფერს ვერ დავამტკიცებდი.

- ამ 18 თვეში რა იყო ყველაზე რთული?

იზოლაცია მშობლებისგან. როდესაც დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ. როდესაც მშობლიურ ხმას კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად გავიგონებდი, ეს იყო ჩემი სულიერი საზრდო ერთი კვირისთვის.

- დიდი დრო გაატარეთ სამარტოო საკნებში. რა პირობები იყო?

არ გაქვს კონტაქტი ადამიანებთან. შემოაქვთ ლანგარი საჭმლით, ათ წუთში მიაქვთ. გარეთ გიშვებენ მხოლოდ ღამით, რომ სხვას არავის შეხვდე. ჩემი დრო იყო ღამის პირველი საათიდან სამ საათამდე.

ტელეფონი შედის. მქონდა შემთხვევები, როდესაც მშობლებს ვერ ვუკავშირდებოდი, დროის გასვლის შემდეგ კარს კეტავ. არავის აინტერესებს, დარეკე თუ ვერა.

სანიტარული პროცედურებისთვის წყალს ვაცხელებდი. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან საკანში ძალიან ციოდა. განსაკუთრებით ზამთარში. გათბობა ძალიან ცუდი იყო.

წყლის გაცხელება მხოლოდ ღამით შემეძლო. ვიკეთებდი შვრიის ფაფას. ეს იყო ჩემი დესერტი.

სხვა დროს ზიხარ, კითხულობ, კანკალებ, წერ, ხელები გეყინება.

ჩემი იზოლაციის „უმშვენიერეს ხედს“ წარმოადგენდა აგურის კედელი.

დაბადების დღეს, როდესაც 30 წელი შემისრულდა, ფანჯრიდან აგურის კედელს ვუყურებდი.

შემდეგ გადამიყვანეს სხვა განყოფილებაში, სადაც ძალადობაში ბრალდებულები იყვნენ, სწორედ სანამ ბრალს ვაღიარებდი. ანუ პირობები გამიუარესეს. აქამდე მქონდა სარკმელი საჭმლისთვის, ახლა ესეც არ მქონდა.

იქ მქონდა ხედი, შემეძლო დამენახა გზა, მანქანები.

გასეირნება არ იყო. ქუჩაში არ მიშვებდნენ. მარტო სპორტდარბაზში. ეს იყო ბინძური ცარიელი კალატბურთის მოედანი. და მე დავრბოდი. და წრეებს ვითვლიდი. იქ დილით ადრე, 5-6 საათზე მიშვებდნენ.

- მარტოობას როგორ უმკლავდებოდით მარტოდმარტო?

განრიგით. ჭკუიდან რომ არ შეიშალო, მკაცრი გეგმა უნდა გქონდეს. ყოველი საათი რამით უნდა შეავსო. როგორც კი თავს მოდუნების და დაფიქრების უფლებას მისცემ, მაშინვე გიჩნდება ეჭვები: რა იქნებოდა, იქნებ...

ეს მამხნევებდა. მკაფიოდ უნდა მცოდნოდა. მქონდა დრო, ძალიან ბევრი ლიტერატურა სულიერი საზრდოსთვის. და ამოცანა დავისახე: ჯერ დავიწყე ხატწერის შესწავლა. მქონდა წიგნები ცნობილი ხატებით. ხელოვნება ძალიან მიყვარს.

მამა ვიქტორს მოჰქონდა ჩემთვის წიგნები ახალი აღთქმის, ბიბლიის თემაზე. ეს ისეთი გიდი იყო, შეგეძლო გეყურებინა და გესწავლა. ყველაფერი ინგლისურად იყო, ლექსიკონს ვიყენებდი. უნდა წამეკითხა სამი წიგნი და შემესწავლა ოთხი ხატი ამ დროის განმავლობაში.

საღამოს კლასიკურ ლიტერატურას ვკითხულობდი.

ალექსანდრიის ციხის ბიბლიოთეკის მადლობელი ვარ, რადგან შევძელი, მომეპოვებინა „ანა კარენინა“ რუსულ ენაზე, ბედის ირონიით - „დანაშაული და სასჯელი“, ხელახლა წავიკითხე რუსული კლასიკა: ჩეხოვი, ლერმონტოვი, დოსტოევსკი. კლასიკოსები სულ სხვა თვალით დავინახე.

და სპორტი. ძალიან ბევრი სპორტი. დღეში 90 წუთი. კვირაში სამჯერ დავრბოდი, ყოველდღე ვვარჯიშობდი. ეს ძალიან გშველის.

- თქვენს რუსულ წარმომავლობას თუ ჰქონდა გავლენა ციხეში თქვენდამი დანარჩენი ქალების დამოკიდებულებაზე?

ციხეში არა აქვს მნიშვნელობა, როგორი აქცენტით საუბრობ. იქ, ჩემი აზრით, ძალიან სწრაფად შეიძლება ადამიანის ნამდვილი ბუნების დანახვა, რადგან ესაა ექსტრემალური სტრესის სიტუაცია და იქ თავის მოკატუნება არ გამოდის.

ბევრნაირი გოგოები იყვნენ. მაგრამ ჩემი დასკვნა ასეთია: ადამიანები იქ დალხენილი ცხოვრების გამო არ ხვდებიან. იმდენი დანგრეული ცხოვრებაა...

ამერიკა არაფერს არ აკეთებს, ის უბრალოდ კეტავს მათ თვეობით ან წლობით. შემდეგ უშვებს, ისევ იჭერს და უკანვე აბრუნებს. იმავე მონობაში. პრობლემა მოუგვარებელია.

- რაზე გესაუბრებოდნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები 52 საათის განმავლობაში?

არაფერზე. მივყავდით საკნიდან, მაჭმევდნენ, ყოველთვის კარგად მაჭმევდნენ. მაგრამ ეს ჟანრის კლასიკაა: ბიუროს ხელიდან, როგორც მოშინაურებულ მაიმუნს, ყოველთვის ნორმალურ კერძებს მაძლევდნენ.

ყველა კითხვა პირველ სესიებზე დასრულდა, რადგან საკითხავი არაფერი იყო.

მეკითხებოდნენ, ვმუშაობდი თუ არა მთავრობაზე. თავიდანვე ვუთხარი, რომ არ ვმუშაობდი. ჩემი სიტყვების ჭეშმარიტების დასტურად მომცეს წერილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ სჯეროდათ ყველაფრის, რაც მე ვუთხარი. ყველაფერი, რაც ვთქვი, დოკუმენტებითაა დადასტურებული. ყველაფერი ამოიღეს, დაწყებული ჩემი ელექტრონული წიგნებით, დამთავრებული კომპიუტერებით და სხვ.

სათქმელი არაფერი იყო.

მთავარი თემა, რომლის გარშემოც ტრიალებდნენ, იყო: რატომ ვიყავი ტორშინთან? რატომ ვაკეთებდით ამა და ამ საქმეს? ვერაფრით იჯერებდნენ, რომ ადამიანები ზოგჯერ უბრალოდ აკეთებენ კარგ საქმეებს, რადგან მათ სწამთ სახელმწიფოებს შორის მეგობრობის, აქვთ საერთო მორალური პრინციპები და იბრძვიან, მაგალითად, თავდაცვის უფლებისთვის.

ყველაფერი ძირფესვიანად გამოიკვლიეს, მთელი ჩემი ცხოვრება, ნახეს ყველა ფოტო, ჩემი ყველა მეგობარი, გამომკითხეს ბებიების სახელები.

ეს ყველაფერი იყო მცდელობა იმის დემონსტრირებისა, რომ ისინი რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებენ, რომ რაღაც ამდაგვარს ვიხილავდით. არაფერსაც არ ვიხილავდით. ყველაფერი სანახაობისთვის კეთდებოდა, მასმედიისთვის.

- როდესაც გამოგიტანეს განაჩენი მოსალოდნელზე ხანგრძლივი ვადით, ეს როგორ მიიღეთ?

როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით იმეორებს პროკურატურის ბრალდებას... მას რამდენიმე წამითაც არ დაუტოვებია დარბაზი დასაფიქრებლად, თუნდაც ჩემი ადვოკატების, ამერიკის მოქალაქეების, პატივისცემის ნიშნად.

მის სხვადასხვა განაჩენს გადავხედეთ. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პროკურატურას დაეთანხმა. იგი ყოველთვის იმაზე ნაკლებ ვადას ირჩევდა, ვიდრე პროკურატურა ითხოვდა.

განაჩენი დიდი შოკი იყო. ველოდი, რომ იმ დღეს სახლში გამიშვებდნენ.

მახსოვს, დავბრუნდი განყოფილებაში. ყველანი ახალ ამბებს უყურებდნენ. დაცვაც და ყველანი კარგად იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილი. გოგონები მომცვივდნენ, გადამეხვივნენ - „არა უშავს, ესეც ჩაივლის“. დედას დავურეკე. ვერაფერი ვუთხარი, რადგან ცრემლები მომაწვა. დედამ კი მითხრა: „გაუძელი! ყველაფერი ჩაივლის“.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა?

ღმერთის რწმენა და ლოცვა. და ცოდნა იმისა, რომ ღმერთი სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

იქ ვირწმუნე. გავაცნობიერე, რამხელა მნიშვნელობა აქვს რწმენას. ალბათ ეს ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესია.

მაინცდამაინც რელიგიური ადამიანი არ ვყოფილვარ, მაგრამ ღმერთთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. იზოლაციის მრავალი დღის განმავლობაში, როდესაც ვხედავდი, რომ დანარჩენები ფსიქოტროპულ, დამამშვიდებელ, საძილე აბებს სვამდნენ და სულ ეძინათ, რწმენა ბრძოლის ძალას მაძლევდა. მთელი ქვეყანა შემომყურებდა და ასე ძილად ვერ მივვარდებოდი. ეს ჩემი მხრიდან ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

- რამდენად მარტივი იყო ტალახასიში? იქ როგორი ადამიანები არიან?

ყველაზე ცუდი - მარშლების სისტემაა. ესაა დამცირების სისტემა, როდესაც საპირფარეშოში არ გიშვებენ 16 საათი, არ გაძლევენ ჭამის, წყლის დალევის უფლებას. შემდეგ, როდესაც ციხეების ფედერალურ ბიუროში ხვდები (ტალახასის ციხე მის დაქვემდებარებაშია, - რედ.), ეს, რა თქმა უნდა, სამოთხედ გეჩვენება. იქ გარეთ გიშვებენ, უკეთ გაჭმევენ.

მაგრამ თუ ვითარებას ობიექტურად შევაფასებთ, ადამიანები იქ უზომოდ დიდხანს რჩებიან. მინიმალური დარღვევისთვის ამერიკა სასჯელის ვადას არ იშურებს.

არავითარი კორექცია იქ არ ხდება, მათ უბრალოდ მონობაში გზავნიან. იქ არ არის სათანადო სამედიცინო დახმარება, კვებაც არასრულფასოვანია. 

- ციხეში რა სამუშაოს ასრულებდით?

ჩემი სურვილით ვასწავლიდი მათემატიკას. ვასწავლიდი მათ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. პატიმართა დიდი ნაწილი გაუნათლებელია. ჩვენი ქვედა კლასების მოსწავლემ გაცილებით მეტი იცის, ვიდრე იქაურმა 30-40 წლის პატიმრებმა. მათ გაყოფა და გამრავლებაც კი არ იციან. სხვათა შორის, ახლა რუსულად გაყოფა ისწავლეს. ვასწავლი, როგორც შემიძლია. ჩემმა ყველა სტუდენტმა გამოცდა ჩააბარა. მათზე მეტად მე მიხარია, რადგან ციხეში ერთიან სახელმწიფო გამოცდებს თუ ჩააბარებ, წელიწადში სასჯელის შვიდ დღეს მოგაკლებენ. ეს ძვირად ფასობს.

- სასჯელი რატომ შეგიმცირეს?

განათლებისა და კარგი ქცევისთვის. წესები არცერთხელ არ დამირღვევია. ვვარჯიშობდი, სამუშაოზე დავდიოდი.

ვმუშაობდი ჭურჭლის სარეცხ ოთახში, სერვისებაზეც. ვტვირთავდი სატვირთო მანქანებს გაყინული ქათმით.

- თუ სამუშაოზე უარს ვერ იტყვი, არჩევა მაინც შეგიძლია?

კი, შეიძლება. თუმცა პირველი 120 დღე ვალდებული ხარ, სამზარეულოში იმუშაო. არჩევანი არჩევანის გარეშე.

თუმცა, თუ განათლება გაქვს... შემეძლო მთელი ეს პერიოდი განათლებაში მემუშავა. მაგრამ სამზარეულო ვარჩიე, რადგან ჩემთვის ეს დრო უფრო ხელსაყრელი იყო, ამასთან, განათლებაში მუშაობასაც ვასწრებდი.

სხვათა შორის, ჭურჭლის სამრეცხაოში მეტს უხდიან. თუ ასწავლი, 17 დოლარს გიხდიან, სამრეცხაოში კი 28,80 დოლარს გამოვიმუშავებდი. ეს პრინციპის საკითხიც იყო.

- თავისუფალი დრო რისთვის გრჩებოდათ?

კითხვისთვის. განათლებაში რომ მემუშავა, ამას მთელი დღე დასჭირდებოდა, ჭურჭლის სამრეცხაოში კი მხოლოდ სადილზე და ვახშამზე ვმუშაობდი. ეს უფრო რთულია, ვიდრე განათლებაში იჯდე მთელი დღე და ქაღალდები არჩიო. სამაგიეროდ, დღე თავისუფალი მქონდა.

დედას დავპირდი, რომ ჯანმრთელობას მივხედავდი. როდესაც ალექსანდრიიდან იზოლაციის შემდეგ გადამიყვანეს, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი - იქ მიწევდა ყოფნა მზის შუქის გარეშე, ვიტამინების გარეშე. ფეხები გალურჯებული მქონდა.

მაგრამ როდესაც ტალახასიში ჩავედი, დრო სპორტს დავუთმე, ყოველ დილას დავრბოდი. ბევრს ვკითხულობდი. მეხსიერება დამიბრუნდა, მხედველობაც შედარებით გამომისწორდა, კუნთები დამეტყო. მოკლედ - დავბრუნდი.

- ვინმეს თუ დაუმეგობრდი?

ჩემი საუკეთესო მეგობარი ტალახასიშია. მთელ დროს ერთად ვატარებდით. ასაკოვანი ქალია, 60-ს გადაცილებული. რწმენამ დაგვაახლოვა. ჩემი მფარველი ანგელოზივითაა. იმედი მაქვს, როდესაც გაათავისუფლებენ, ჩამოვა და ოჯახში მესტუმრება. ფინეთი ჰქვია, წარმოგიდგენიათ? სხვათა შორის, ვინც ჩემს სახელს ვერ იმახსოვრებდა, რადგან იქ ბევრი მექსიკელი იყო, ბევრს მარია ერქვა, მე რაშას (Russia) მეძახდნენ.

- პატიმრებს გაგონილი ჰქონდათ თქვენ შესახებ? გცნობდნენ?

თავდაპირველად ტალახასიში ჩემდამი, ცოტა არ იყოს, დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან ახალ ამბებს ყველა უყურებდა. ჩვენთან რუსი ჯაშუშია და რაღაც ამდაგვარი. მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდა...

ალბათ მთავარი ის იყო, რომ 18 თვე მომისაჯეს. ყველაფერი ამით დაიწყო. შემდეგ ჩემმა მეგობარმა ჯეიმს ბენფორდმა გამოაქვეყნა პირველი სტატია ჩემ დასაცავად. ეს სტატია ციხეშიც მოხვდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. შემდეგ დაცვაც მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ რაღაც ისე არ იყო, რომ ისინი, შესაძლოა, მოატყუეს. დიდი იმედი მაქვს, უბრალო ამერიკელები მიხვდებიან, რომ ისინი ჩემ საქმეზე მოატყუეს.

- ციხის პერსონალი როგორ გექცეოდათ?

სხვადასხვანაირად. არიან ადამიანები, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ. რაც არ უნდა იყოს, მძიმე სამუშაოა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს საძაგლად ექცევიან.

მძიმე ყუთებს დავათრევდით. საერთოდ, ქალები სიმძიმეებს არ უნდა სწევდნენ. შემდეგ ზურგი მტკიოდა. მაგრამ როდესაც მცველი გითითებს, რა უნდა ქნა?!

- ამ მოვლენებმა როგორ შეგცვალათ?

ძალიან მიამიტი ვიყავი. მარტო მე არ ვარ ასეთი. ადამიანები დასავლეთისკენ ისე მიილტვიან, როგორც პეპელა ცეცხლისკენ. ის ისეთი ლამაზია, სხვა სამყაროა, სხვა ქვეყანა, სხვა ცხოვრება. ყველა ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ერთადერთი ორიენტირი, რომელიც ცხოვრებაში უნდა გვქონდეს - ღმერთის რწმენაა.

და ალბათ შენ გარშემო სამყარო უნდა შეცვალო. ეს გავაცნობიერე.

- ამერიკასა და ამერიკელებზე თუ ხართ ნაწყენი?

არა, რადგან მიმაჩნია, რომ ამერიკელები დღეს ჩვენი მხრიდან სიბრალულს უფრო იმსახურებენ, ვინაიდან ისინი თავიანთ ქვეყანას კარგავენ. მათი მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს.

მათთან რასიზმი ყვავის. სხვა ეროვნების რომ ვყოფილიყავი - ზედ არავინ შემომხედავდა. მაგრამ რუსი ვარ.

- ამბობენ, ბევრ ჩანაწერს აკეთებდით. რას იწერდით?

ვიწერდი პატიმრობის ყოველ დღეს. დღეს 1100 გვერდი მაქვს. ყველაფერზე ვწერდი: ტუალეტის ქაღალდზე, დოკუმენტების უკანა გვერდზე - ყველაფერზე.

ჩვენს ფსიქიკას ვიცნობ: დროთა განმავლობაში ყველაფერი მივიწყებას მიეცემა, ყველაზე მტკივნეული იმალება. ამიტომ ვიწერდი თითოეულ დღეს, ყველაფერს.

ალბათ რაღაც ფორმით გამოვიყენებ. მემუარების დაწერას ჯერ არ ვაპირებ, ადრეა. მაგრამ რაღაც პროექტზე ვმუშაობ. ძალიან შემოქმედებითზე.

- მთელი რუსეთის ყურადღება თქვენკენ იყო მოპყრობილი. თავს ცნობილ ადამიანად, ვარსკვლავად გრძნობთ?

მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. აქამდე ალბათ ნებისმიერი რამის თქმა შემეძლო, სისულელისაც კი. ახლა კი, როცა ამდენი ადამიანი გიყურებს, ყველაზე მეტად გეშინია შეცდომის დაშვების.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0