Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბევრი უხამსი წინადადება მქონდა...“ - შორენა ბეგაშვილი წარმატების გზას იხსენებს

© photo: courtesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლახან შორენა ბეგაშვილმა ახალი ცხოვრების დასაწყისი სოციალურ ქსელში გამოააშკარავა. სექს-სიმბოლო მარტოა...

ცეცხლოვანი და ეპატაჟური მსახიობი თავისუფალი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეროტიკული ხასიათის სცენებში მონაწილეობდა, აღნიშნავს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე გადაღების პროცესებს ესწრებოდა. შორენა ბეგაშვილი რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი. ახლა კი მთელი ქალაქი ერთ ფოტოსურათზე ალაპარაკდა. შორენამ იუსტიციის სახლთან გადაღებული განქორწინების მოწმობა მომღიმარი სახით გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა დასრულდა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენამ ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე ხელმოწერაც გაუუქმა და ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა კიდეც, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ მაშინ შეიტყო, როცა ის მორჩა. ტელეწამყვანი ადასტურებს, რომ ის ნანაძეს გაეყარა და იუსტიციის სახლში სწორედ ამიტომ იყო. აღსანიშნავია, რომ წყვილის შესახებ 2013 წლიდან ჭორები ვრცელდებოდა და მათი გამოჩენა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დიდ აჟიოტაჟს იწვევდა.

სკანდალური მსახიობი ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. შორენა ბეგაშვილი ის შემთხვევაა, როდესაც ქალბატონებიც კი მისი ფორმებით ტკბებიან, ბევრი კი ცდილობს მისი სტილისა და იმიჯის ათვისებას. ჭორებით მოცული ტელესახე სხვადასხვა გადაცემების ერთ-ერთი ხშირი და რეიტინგული სტუმარია. როგორც ჩანს, მსახიობი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „რუსთავი 2“-ს ახალი პროექტით დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, შორენა სოციალურ ქსელში უფრო და უფრო აქტიურდება.

ტელეწამყვანი და მოდელი „პროფილში“ წარმატების გზას იხსენებს და ამბობს, რომ ეს გზა არარეალურად რთული იყო.

„პირდაპირ არავის მივუყვანივარ ტელევიზიაში. დავდიოდი კასტინგებზე, მქონდა ძალიან ბევრი უხამსი წინადადება, არცერთ გოგოს არ უნდა შეეშინდეს იმის, რომ დადგეს თავის პოზიციაზე და თქვას, რომ თქვენი არაფერი მჭირდება, ისედაც შევძლებ ამასო. დამიჯერეთ, ყველას დაუხმარებლად, ყველაფერი გამოვა, როგორც მე გამომივიდა“, - ამბობს შორენა.

ყველა ახალი ამბავი
0