ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა - ვიდეო

© photo: Batumi City Hall / FBწყალდიდობა ბათუმში
წყალდიდობა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის მერიის განცხადებით, პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. კოკისპირული წვიმის შედეგად, ბათუმის ცენტრალური ქუჩები და ე.წ. ჭაობის დასახლება დაიტბორა, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ძლიერ წვიმას წინ უძღოდა ხანმოკლე სეტყვა.

როგორც შპს „ბათუმის წყლის“ პრესამსახურში აცხადებენ, ყველა ქუჩაზე, სადაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა, შესაბამისი ჯგუფები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

ბათუმის მერიის განცხადებით, პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციებისა და შპს „ბათუმის წყალი" სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. იწმინდება ცხაურის ზედაპირები, რათა არ შეიქმნას წყლის დაგუბების პრობლემები.ასევე, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. ამ დროისათვის ქალაქში ავტომობილით გადაადგილება ყველგან არის შესაძლებელი, გარდა იმ ქუჩებისა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, - აცხედებენ ბათუმის მერიაში.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, ბათუმში წვიმა შესუსტებულია.

ყველა ახალი ამბავი
0