საპატრიარქო: მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს სხვისთვის ბოროტის მსურველი

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასულიერო პირის კომენტარების ამსახველი სქრინები ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის მიმართ გამოთქმულ კომენტარს გამოეხმაურა და სასულიერო პირის ქმედება მიუღებლად მიიჩნია, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასულიერო პირმა, არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება და მძაფრი კომენტარები მოჰყვა.

„კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ინფორმაციით,  მსგავსი გადაცდომების განხილვა შესაბამის კომისიაზე ხდება, აღნიშნულ ფაქტსაც  უახლოეს პერიოდში განიხილავენ  და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეების გადასარჩენად მილიონ დილარზე მეტს გადარიცხავს

„ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარიმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე“, - ნათქვამია განცახდებაში.

როგორც ჩანს, სასულიერო პირის აგრესიული სიტყვები მეცო-სოპრანოს მიმართ  რაჭველიშვილის პოსტმა გამოიწვია, რომელიც ბერას მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გადარიცხულ 1,1 მლნ დოლარს ეხებოდა. 

სასულიერო პირის კომენტარების ამსახველი სქრინები რაჭველიშვილმა თავად გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ არქიმანდრიტი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოძღვარია.

არქიმანდრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილი დაწყევლა>>

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ის ამბობს, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1,1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0