თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. იაპონიის ქალაქ ნაგოის ცენტრალურ ბაზარში პარასკევს „ტენკაფუბუს“ ჯიშის ორი ხურმა 700 ათას იენად გაიყიდა, იუწყება ტელეარხი NHK.
„ტენკაფუბუს“ ჯიშის ხურმის სახელი მომდინარეობს იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწისა და ქვეყნის გამაერთიანებლის - ოდა ნობუნაგის იმავე სახელწოდების ცნობილი წარწერიდან.
პირველად ამ ჯიშის ხურმა გასაყიდად 2016 წელს გამოიტანეს. მაშინ მაქსიმალური ფასი 320 ათასი იენი იყო. ერთი ხურმის წონა 300 გრამია. „ტენკაფუბუს“ ჯიშის ხურმის გამოყვანას 11 წელი დასჭირდა.
ტელეარხის ცნობით, ხურმის გაყიდულ ნაყოფში შაქრის შემცველობა ბრიკსის შკალით 25 გრადუსს აღემატება მაშინ, როცა ჩვეულებრივ ხურმაში შაქრის შემცველობა დაახლოებით 15-16 გრადუსს შეადგენს.
მყიდველის ვინაობას მედია არ ამხელს.