არქიმანდრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილი დაწყევლა

© photo: Sputnik / photo: Anita Rachvelishvili Official / FBანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, მამაოს წყევლა და უშვერი სიტყვები მეცო-სოპრანოს მიმართ, მისმა პოსტმა გამოიწვია, რომლითაც რაჭველიშილი ბერას მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გადარიცხულ 1,1 მლნ დოლარს ეხებოდა

 

სასულიერო პირი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა, რასაც მძაფრი კომენტარები მოჰყვა.

სასულიერო პირის კომენტარების ამსახველ სქრინებს რაჭველიშვილი თავად აქვეყნებს და წერს, რომ არქიმანდრიტი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოძღვარია.

როგორც ჩანს, მამაოს წყევლა და უშვერი სიტყვები მეცო-სოპრანოს მიმართ, მისმა პოსტმა გამოიწვია, რომლითაც რაჭველიშილი ბერას მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გადარიცხულ 1,1 მლნ დოლარს ეხებოდა. 

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1,1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

„დღეს მინდა დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის დაშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა თაყვანისმცემლებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს", - ამბობს ივანიშვილი ვიდეოში.

ბერას მიერ დაარსებულ ორგანიზაციას ISA ჰქვია, ის საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ "ერთად ჩვენ ამას შევძლებთ“.

ყველა ახალი ამბავი
0