დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება დ ამაზე არავინ დაობს. ფაცაცია ვარსკვლავებს შორის, სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა აღსავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს.
„რუსთავი 2“- ის გადაცემის „სხვა შუა დღის“ წამყვანი გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრება. მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის ხარჯზე ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართვულ შოუ-ბიზნესში ერთად ერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.
პოპულარულმა ტელესახემ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გამოიჩინა თავი. მისმა განუზომელმა პოზიტივმა, მოდელის აღნაგობამ და უსკანდალო ცხოვრებამ ბევრად მეტი ინტერესი გამოიწვია. ოჯახის წევრებთან ერთად ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, მაგრამ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩეულმა ვარსკვლავმა სხვა ხერხს მიმართა და თაყვანისმცემლები გააერთიანა. ვირტუალურ სივრცეში თიკას 140 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ პოპულარული ტელეწამყვანი ახლა თავს განსაკუთრებუად ივლის. მისი სოციალური ქსელის „სთორებზე“ ვიდეოები ჩნდება, სადაც ის და მისი მეგობრები/კოლეგები ვაკის პარკში იკრიბებიან და ვარჯიშობენ. როგორც ჩანს, თიკა იოგითაც არის დაკავებული. უახლესმა სურათმა, სავარაუდოდ თიკას „დაირექტი“ ააფეთქა. შეუდარებელმა მომღერალმა გამომწერების შოკში ჩაგდება გადაწყვიტა და მიზანს მიაღწია. „შპაგატში“ ჩამჯდარ თიკას უგრძესი ფეხები უჩანს. მოქნილი მომღერალი ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი გახდება. ვინაიდან, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ვარჯიშის პროპაგანდა ვარსკვლავებში საკმაოდ ტრედული გახდა.