თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა კანადელმა მსახიობმა კიანუ რივზმა საკუთარ Facebook-გვერდზე ქართველი ფოტოგრაფის ზაქარია ჭელიძეს მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეკომპანიის ცნობით, ფოტოები 2018 წლის ივლისში, ნიუ-იორკში ამერიკული ბოევიკის John Wick 3-ის პრემიერის დღეს არის გადაღებული.
მსახიობმა ქართველ ფოტოგრაფს მისთვის გადაღებული პორტრეტებისთვის სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა.
34 წლის ფოტოგრაფის ზაქარია ჭელიძის ფოტოობიექტივში არაერთი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებიც არიან: ანტონიო ბანდერასი, კიანუ რივზი, ედვარდ ნორტონი, უილიამ დეფო და ა.შ.