ყველასათვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს სულ უფრო და უფრო ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელმაც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.
მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს. რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი, კონპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილში ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახის დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ნინო ჩხეიძე წინ დიდი ნაბიჯებით მიდის. მომღერალმა ბენდი „ნიოს“ გარდა, თავსაბურავების საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელიც ქალბატონებმა მალე აიტაცეს. ასევე რადიო „აფხაზეთის“ ეთერში საავტორო გადაცემა მიჰყავს და რეალურ პროფესიას- ჟურნალისტიკას დაუბრუნდა. მშვენიერი მომღერალი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. როგორც აღვნიშნეთ, ნინო ქმართად გადაღებულ ფოტოებს არ აქვეყნებს, მაგრამ ერთად ერთ ქალიშვილ მარიამს საზოგადოებას აცნობს. 38 წლის მომღერალს ქალიშვილი 2002 წელს შეეძინა.
უახლესი ფოტო წარმატებულმა მომღერალმა და კომპოზიტორმა საკუთარ Instagram- ზე გამოაქვეყნა. „სთორიში“ გამოქვეყნებული ფოტო თბილისშია გადაღებული. სულ ცოტა ხნის წინ ნინო და ქალიშვილი სტუმრად მამასთან იმყოფებოდნენ. ნინომ ოდესაში თბილისობისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. ფოტოებზე დაყრდნობით, ნინო და მარიამი ძალიან მეგობრობენ და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დედა-შვილი დროს ერთად ხშირად ატარებს.