თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგები დაასახელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონკურსის მონაწილეები ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ შეაფასა. კომისიის წევრები თითოეული პედაგოგის გაკვეთილს დაესწრნენ, ასევე გაესაუბრნენ სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებს.
წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი გახდა თემურ სუყაშვილი (მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლა), გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი - მარინე ვართუმაშვილი (გორის N12 საჯარო სკოლა ) , ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძეს ერგო (სურამის №2 საჯარო სკოლა).
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს 2019 წელს ყველა საგანში გამოავლინოს საუკეთესო მასწავლებელი. ასევე დაგეგმილია კონკურსის „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორი" ჩატარება. სპეციალური ჯილდო განკუთვნილია იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის", რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.
განათლების სამინისტროს სტრატეგიის მიხედვით, საქართველოში მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და ყველაზე პრესტიჟული უნდა გახდეს.
საქართველოში მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება, სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით 1180 ლარია. ხელფასების მომატება 2020 წლამდე გაგრძელდება, მანამდე კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 -1800 ლარია.