საქართველოს მთებში რთველი დასრულდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, თუ როგორ კრეფენ რაჭის მთებში ყურძენს, რომლისგანაც ლეგენდარული ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარა იწურება
წელს რაჭაში 2 ათას ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული მოიკრიფა. გლეხები მოსავალს 7 ლარად აბარებენ, რაც 2-3-ჯერ ძვირია კახურ ჯიშებთან შედარებით.
ყურძნის დიდი ნაწილი იგზავნება კახეთის სხვადასხვა მარნებში, რადგან აღმოსავლეთში ღვინის კულტურა გაცილებით განვითარებულია. მოსავალს ფრთხილად აწყობენ სპეციალურ პატარა ყუთებში, რათა 5-6 საათის განმავლობაში ძვირფასი მოსავალი არ დაზიანდეს.
ალექსანდროული და მუჯურეთული უნიკალური ჯიშებია იმით, რომ ისინი მთის ფერდობებზე იზრდება, მზესთან ახლოს. ამიტომ ეს ყურძენი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, მათგან დაწურული ღვინოს კი დასატკბობად არავითარი ხელოვნური დანამატი არ ესაჭიროება.
ვენახები ხვანჭკარას მიკროზონაშია განთავსებული, რომელსაც, ღვინის მსგავსად, ამბროლაურის რაიონის სოფელი ხვანჭკარას სახელი ქვია.
ფერმერები და მეღვინეები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე ტკბილი ოჯახში დამზადებული ხვანჭაკარაა, მისი გასინჯვა კი მხოლოდ რაჭაში სტუმრობის დროს არის შესაძლებელი.