ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ის შედეგი, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საუბრობს.
ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ის შედეგი, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი
„ვესწრებოდი რამდენიმე დისკუსიას. მნიშვნელოვანია კონკრეტული, კარგი მაგალითების წარმოჩენა და ის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიციები და ხელშესახები შედეგები მიიღეს. რამდენიმე მათგანმა დღეს ახსენა, რომ მათი ზრდა, ხუთჯერ, ექვსჯერ გაზარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ინვესტიციები განხორციელდა საქართველოში. ამ მხრის, ის შედეგი რაც ჩვენ გვაქვს, მართლაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არ არის საკმარისი და აუცილებელია კიდევ უფრო  წინ წავიდეთ“, ამბობს ზალკალიანი.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიება 22 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0