სუს-მა ქარელში ჩინოვნიკების დაკავების მიზეზები დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო დაკავებულებს ზეგავლენით ვაჭრობას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში დააკავა, იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დაკავება - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია ქარელში: მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია გუშინ, გვიან ღამით ჩატარდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ.-ს საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს  მასზედ, რომ თითქოსდა სოფელ დირბის მაცხოვრებელმა  თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღნიშნულ მოქალაქეს მიჰყიდა“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიორგი გ.-მ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა გადასცა და მის მიერ მოთხოვნილი 2000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 341 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ყველა ახალი ამბავი
0