Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რა საქციელია?“- ტრანსგენდერი მოდელის ეროტიკული ფოტოსესია სოც-ქსელებს იპყრობს

© Photo: Kesaria Abramidze / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პოპულარობა არც ისე რთულია. ქართველ ცნობილ სახეებს შორის არიან ისეთები, რომლებიც საზოგადოებამ შეთხზული ისტორიით, ერთი სკანდალური განცხადებით, ფოტოსურათით ან დაპირისპირებით გაიცნეს.  მათ შორის არის ყველასათვის ცნობილი კესარია აბრამიძე

თამამი, ექსტრავაგანტული და ელეგანტური კესარია აბრამიძე საუცხოოდ გამოიყურება. ფოტომოდელის პროფესიით დაინტერესებულმა საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ კესარია ფერმერია. თინეიჯერობისას, ცნობილ ქართველს პროფესიის არჩევაში მშობლები დაეხმარნენ, მაგრამ ამ სფეროში მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. ახლა კესარია რადიკალურად განსვავებულ სფეროს ეუფლება. ცნობილია, რომ მიმზიდველი გარეგნობით აღჭურვილი სულ მალე ვიზაჟის სპეციალისტის რანგში მოგვევლინება. აღსანიშნავია, რომ კესარიას განსაკუთრებული გემოვნება, სამოსის მოხდენის ნიჭი და ეპატაჟურობა გამოარჩევს.

იყო პერიოდი, როდესაც კესარიამ სკანდალებით და ხმაურიანი გადაწყვეტილებებით ადამიანები დააინტერესა. მის მიმართ კრიტიკა ხშირად ისმოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ცნობილ ქართველ ფოტომოდელს ქალბატონები რჩევებს სთხოვენ როგორც მამაკაცებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, ასევე სილამაზისთვის. კესარია, თავის მხრივ, სოციალურ ქსელში მომხმარებლებს გულახდილად პასუხობს. ამას მის Instagram- ზე არსებული პირადი გვერდიც მოწმობს. ამჯერად, კესარიამ დიდი ყურადღება შიშველი და ინტიმური ფოტოებით მიიქცია. ამ ფოტოგადაღებიდან, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღეს, კესარიამ სულ სამი სურათი გამოაქვეყნა და მორიგი სკანდალი დაიწყო.

სარეკლამო ხასიათის ფოტოსესიაზე ტრანსგენდერმა ცნობილი ქართველი დიზაინერის თამთა შინდელიშვილის ჩექმები სრულიად გაშიშვლებულმა მოირგო. ერთ-ერთ გადაღებულ სურათზე სკანდალურმა კესომ სამოსი გაიხადა და შიშველი ტანი კიდევ ერთხელ გამოაჩინა. მას ცნობილი ქართველები გამოეხმაურნენ. საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავს. კომპლიმენტებით განებივრებული კესარია თაყვანისმცემლებს უპასუხოდ არ ტოვებს. „ასეთი გიჟი მიყვარხარ“; „ქალო, ხალხი დაინდე“; „რა არის ახლა ეს? რა საქციელია?“- წერენ მომხმარებლები. კესარიამ ერთ-ერთ მეგობარს უპასუხა, რომ დროებით მეგობრებიდან ნათესავები უნდა წაშალოს.

სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს. კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი ეპარებათ, მაგრამ კომპლიმენტებს არ აკლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0