ერთი დაღუპული და სამი დაშავებული – სამეგრელოში ავტომანქანა დაიწვა

© photo: courtesy of Nika Latariaავარია მესტიის გზაზე
ავარია მესტიის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარია ცოტა ხნის წინ მესტია-ჯვარის ავტომაგისტრალზე მოხდა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი–მესტია–ჯვარის გზაზე, სოფელ ნაწულუკუში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

© photo: courtesy of Nika Latariaავარია მესტიის გზაზე
ერთი დაღუპული და სამი დაშავებული – სამეგრელოში ავტომანქანა დაიწვა - Sputnik საქართველო
ავარია მესტიის გზაზე

მისი ინფორმაციით, ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0