Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან გგავს სანდრო...“- ლელა წურწუმია სიმპათიურ დისშვილთან ერთად ისრაელში ისვენებს

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურ­წუ­მია უფ­რო­სი დის­შვი­ლის აღ­ზრდა­ში თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. პა­ტა­რა სან­დრო ლე­ლამ კლიპ­შიც გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ხსოვ­ნას ეძღვნე­ბო­და

პოპულარული ქართველი მომღერლის დისშვილი, სანდრო წურწუმია „ინსტაგრამზე“ დიდად არ აქტიურობს, თუმცა ამის მიუხედავად მას 3,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და საკმაოდ პოპულარულია. ლელა დისშვილის ფოტოებს საკუთარ Instagram-ზე აქვეყნებს ხოლმე და დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს. „ძაან გგავს სანდრო შენო, მეუბნებიან“,- განაცხადა მომღერალმა.

ლელა წურ­წუ­მია უფ­რო­სი დის­შვი­ლის აღ­ზრდა­ში თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. პა­ტა­რა სან­დრო ლე­ლამ კლიპ­შიც გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ხსოვ­ნას ეძღვნე­ბო­და. მომ­ღე­რალს ორი დის­შვი­ლი ჰყავს.

„საყვარელ დეიდასთან ერთად“ - სწორედ ასეთი წარწერა დაურთო სანდრომ ერთ-ერთ ფოტოს, რომელზეც ლელასთან ერთადაა. ფაქტია, რომ დეიდას პატივს სცემს და ძალიან უყვარს.

სანდრო ფორტეპიანოზე შესანიშნავად უკრავს და წიგნების კითხვაც მოსწონს. სანდროს ძველი იმიჯი ახლანდელისგან რადიკალურად განსხვავდება და თუ კომენტარებით ვიმსჯელებთ ის ბევრ გოგონას მოსწონს.

ყველა ახალი ამბავი
0