„მარტო მე და შენ ვიცით, რა დგას ამ ყველაფრის უკან“-ანუკის ახალმა ფოტომ საზოგადოება დააბნია

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძე თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეზეა დაქორწინებული. ოჯახი წყნეთში ცხოვრობს

დიზაინერი ანუკი არეშიძე რამდენიმე დღე მილანში მოდის კვირეულს ესწრებოდა და Instagram-ის პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც ის სხვადასხვა ლუქითა იყო წარმოდგენილი.

მისმა ფოტომ, სადაც ის ყვითელ კაბაშია შემოსილი, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები ყურადღება სიმაზე ამახვილებენ, რომ დიზაინერს აშკარად ეტყობა, რომ ბიუსჰალტერი არ აცვია.

ცოტა ხნის წინ კი ანუკიმ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ჩანს, ასევე მოდის კვირეულზეა გადაღებული. ფოტოს კომენტარებში ANOUKI-ის ბრენდმენეჯერმა ბექა გვიშიანმა დიზაინერს უცნაური კომენტარი დაუტოვა: „Last Minute Shoot, აი ბოლომდე რო არ ვნებდებით“, რაზეც ანუკიმ უპასუხა, რომ მხოლოდ მან იცის, რა დგას ამ ყველაფრის უკან. როგორც ჩანს, ფოტო ნაუცბათევადაა გადაღებული და ამ დროს დიზაინერს ძალიან ეჩქარებოდა სადმე, რადგან ბექა გვიშიანმა პასუხად „ჩემოდანი“ დაუწერა.

მუდამ ელეგანტური, ტრენდული და რეტრო სტილი ანუკის განუყოფელი ნაწილია. ყოფილი მოდელი ნებისმიერი ზომისა თუ ფერის სამოსს თანაბრად იხდენს. მას უამრავი მიმდევარი ჰყავს როგორც სოციალურ ქსელში, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ანუკის ბრენდი თბილისსა და მაღალი მოდის ქალაქებში ძალიან პოპულარულია. გარდა კაბებისა, დიზაინერმა აქსესუარების შექმნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0