ავიაკომპანია Yanair-ი საახალწლოდ საქართველო-უკრაინას შორის დამატებით რეისებს შეასრულებს

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშიAirbus-320
Airbus-320 - Sputnik საქართველო
გამოწერა
12 დამატებითი ფრენა 26 დეკემბრიდან 5 იანვრის პერიოდში განხორციელდება

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ავიაკომპანია Yanair-ი საახალწლო დღესასწაულების პერიოდში უკრაინიდან საქართველოში 12 დამატებით რეისს შეასრულებს, იუწყება პირველი არხი

ავიაკომპანია Wizz Air - Sputnik საქართველო
ვინ ლიდერობს ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე – კომპანიების ტოპ-ხუთეული

გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები დაინიშნება კიევიდან და ხარკოვიდან ბათუმში, ასევე კიევსა და თბილისს შორის. 12 დამატებითი ფრენა 26 დეკემბრიდან 5 იანვრის პერიოდში განხორციელდება.

„ზედიზედ უკვე მეორე წელია, ბათუმში საახალწლოდ ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს აღწევს, ქალაქიდან 90 კილომეტრში, მთებში კი თხილამურებზე სრიალია შესაძლებელი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, დამატებითი ავიარეისები უკრაინელ ტურისტებს შორის პოპულარული იქნება“, – განაცხადა ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ტარას სტრიგუნენკომ.

საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირ ავიარეისებს ასრულებს Yanair-ი, Ukraine International Airlines-ი და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი.

ყველა ახალი ამბავი
0