Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთად ვცხოვრობდით საგურამოში და მათ დაგვინგრიეს ოჯახი...“ – ბეგაშვილი დავით ბაგრატიონზე

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პროექტი ქორწინება“ თავშივე განწირული იყო.

ტელეწამყვანი და მოდელი შორენა ბეგაშვილი მისი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის რომანზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. „პროფილის“ ანონსში მსახიობი ამბობს, რომ მეფესთან დაუვიწყარი ურთიერთობა აკავშირებდა და მან კი არ დააშორა სამეფო წყვილი, არამედ შორენასა და დავითს შორის ჩადგნენ.

2009 წლის გაზაფხულზე მეფისა და მსახიობ შორენა ბეგაშვილის ფარული რომანის შესახებ ინტერესი დიდი იყო. მაშინ შორენა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა, დავითი – მით უმეტეს. რომანის დეტალებზე ჰყვებოდა ქალბატონი შორენას გარემოცვიდან.

ბაგრატიონების ორი სხვადასხვა შტოს ოჯახის შესაქმნელად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქმარს დააშორეს (ორი შვილი ჰყავთ), დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი – შორენა ბეგაშვილს. „პროექტი ქორწინება“ თავშივე განწირული იყო. მსახიობს მაშინ დეპრესია ჰქონდა. შეკითხვამ – როგორ მოხდა მისი და დავით ბაგრატიონის დაშორება, შორენა დაძაბა და ინტერვიუზე უარი განაცხადა.

ბეგაშვილის სახელი ბოლო პერიოდში სამეფო ოჯახის სკანდალური სასამართლო პროცესის დროსაც გაისმა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებდა, რომ მას შორენა ბეგაშვილის ქმარმა, მილიონერმა ბიზნესმენმა ირაკლი ნანაძემ დაურეკა და უთხრა, რომ მისი მეუღლის სახელი არ ეხსენებინა.

„შორენა ბეგაშვილმა იმუშავა ბატონი დავითის გაშავებაზე პიარულად. ბატონი დავითის გაშავება შედიოდა იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესებში, რომლებიც კონსტიტუციური მონარქიის იდეას აღიქვამდნენ, როგორც პირად საფრთხეს“, – აცხადებდა ადვოკატი.

ყველა ახალი ამბავი
0